free soft for PC & Mobile

you can learn about FREE operating systems lINUX,UBUNTU and others. also you can learn how to make the money using internet and all of these will be free

четверг, 21 февраля 2013 г.

#4 Ubuntu-ს ინსტალაცია USB დრაივიდან:

 #6 Ubuntu-ს ინსტალაცია USB დრაივიდან:
 ასეთ ინსტალაციასი Flash Drive რამდენიმე უპირატესობები აქვს სამონტაჟო  CD-თან შედარებით.

 პირველი რიგში, ყველა კომპიუტერს არა აქვს CD-ROM-ი (ეს განსაკუთრებით ეხება თუ საჭიროა უბუნტუს დაყენება Netbook-ზე).
 მეორე, Linux-ს ასეთი დამონტაჟება ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე CD-დან (და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "კონვეიერულ" მონტაჟისთვის მრავალ კომპიუტერებზე ერთად).
 და მესამე, CD-ს აქვს ძალიან უსიამოვნო თვისებები - ისენი იფხაჭნება და ადვილად ზიანდება.

 მაშ როგორ, შეგიძლიათ შექმნათ Ubuntu Linux-ის ჩამტვირთავი USB Flash Drive?
დასაწყებად გჭირდებათ უბუნტუს CD დისკი ან ჩაიწეროთ კომპიუტერში ISO-დისკის ფილი. (ის თუ სად შეგვიძლიათ ამის გაკეთება და როგორ ამ სტატიის ბოლოს ნახავთ დაწვრილებით ინფორმაციას.)

    Ubuntu-ს ჩამტვირთავი USB-ის შექმნა:
1. მეთოდი განკუთვნილია მათთვის, ვინც ნებისმიერ Ubuntu-ს ვერსიათნ მუშაობს, ან ჩატვირთვისას საწყისი LiveCD უბუნტუს იყენებს.
  ამისათვის Ubuntu-ში არის USB-შესაქმნელი უტილიტი ( usb-creator-gtk ).





დასაწყებად დააჭირეთ Alt + F2 და შეიყვანეთ ბრძანება:
usb-creator-gtk
 ან პროგრამების მენიუში მოითხოვეთ "ჩატვირთვის დისკის შექმნა " (იხ. ზემოთ, სურათი 1)
 პროგრამა ძალიან მარტივია:
1) აირჩიეთ მოწყობილობა, რომელშიც Ubuntu-ს დისკი  დევს, ან ფაილი Ubuntu-ს ISO იმიჯით.

2) ქვემოთ აირჩიეთ Flash მოწყობილობა სადადც ჩაწერას განახორციელებთ, (საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ასევე მიუთითოთ Flash დისკზე სივცე პირადი ფაილების და პარამეტრების შესანახათ (თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ  როდესაც ფლეშ დრაივიდან მუშაობას დაიწყებთ, ისინი დაიკარგება ყოველ გადატვირთვისას - მაგრამ თუ თქვენ არ გჭირდებათ ფლეშ დრაივი სამუშაოთ, არამეტ მხოლოდ სამონტაჟო - თქვენ ეგ არ უნდა გაწუხებდეთ).

 
       Ubuntu-ს ჩამტვირთავი USB-ის შექმნა Windows-ში:
 თუ თქვენს განკარგულებაში  მხოლოდ Windows OS არის, და უბუნტუს CD მიერ რაიმე მიზეზით ვერ ტვირთავს, აქაც არსებობს სპეციალური უტილიტი  Linux from Windows - UNetbootin. უბუნტუს ჩამტვირთავი USB დრაივის შესაქმნელად.
ჩამოტვირთეთ ეს პროგრამა აქედან:
http://sourceforge.net/projects/unetbootin/?source=dlp
აქაც ყველაფერი საკმაოდ მარტივია:

 1) აირჩიოს სასურველი დისტრიბუტივი ზედა სიის ჩამონათვალიდან  (და პროგრამა თვითონ ჩატვირთავს მას), ან აირჩიეთ გადმოწერილი დისკზე  ფაილი (Diskimage).
2) ბოლოში, ანუ ფანჯარის ქვედა ნაწილში აირჩიეთ ფლეში სადაც ჩატვირთავთ, საჭიროების შემთხვევაში, გამოყავით დამატებითი ადგილი   პერსონალური ფაილების შენახვისათვის
 (Spase used to preserve files across reboots).
 ისიამოვნეთ!

ახლა კი  იმის შესახებ თუ სად შეიძლება გადმოვტვირთოთ Ubuntu12.04 / 32 bit-ანი ასამბლეის საფუძველზე:
http://startubuntu.ru/?p=104097

ყურადღება, საჭირო ინფორმაცია!

ინსტალიაციამდე აუცილებელია ვიცოდეთ:

Ubuntu 12.04 LTS - ვერსია ხანგრძლივი მხარდაჭერით, გამოცემული 2012 წ. 26 აპრილის, ამ ვერსიის განახლებები ხელმისაწვდომია 5 წლის განმავლობაში. პირველი 2 წლის განმავლობაში LTS-ვერსიებმში ასევე ახლდება საინსტალაციო დისკები.  ბოლო ასეთი განახლება - 12.04.1 გამოიცა 2012ჭ.  23 აგვისტოს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ amd64 ვერსია მონტაჟდება მხოლოდ 64-bit პროცესორებზე, და i386  კი ნებისმიერზე. ამიტომ, თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ რა სახის პროცესორი გაქვთ, აირჩიეთ - i386. (ან შეგიძლიათ გაარკვიოთ რა ტიპის პროცესორი გაქვთ, როგორც აღწერილია ამ ბლოგის სტატიაში 17. 02. 2013  #1. უბუნტუს ინსტალალაცია (ინსტალატორის მეშვეობით ნაწილი პირველი).
 თუმცა, გახსოვდეთ, რომ i386 სისტემა მხარს უჭერს მხოლოდ 3 Gb-მდე ოპერატიულ მეხსიერებას (უფრო დიდი მოცულობის ოპერატიული მეხსიერების შესაძლებელობა არ იქნება სრულად გამოყენებული).

დღეისათვის მისაწვდომია მოქმედი ვერსიები:
Ubuntu 12.04.1 LTS CD: Desktop i386 | Desktop amd64 |   i386 | Alternate amd64 | Server i386 | Server amd64
Ubuntu 12.04.1 LTS DVD: Desktop i386 | Desktop amd64
განმარტება:
Desktop - ჩატვირთვის დისკი LiveCD, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ უბუნტუს გაშვება ინსტალაციის გარეშე, და დააყენოთ გრაფიკული რედაქტორის მეშვეობით. ( თუ გსურთ უბუნტუს დაყენება სახლში ან სამსახურში მის ყოველდღიური გამოიყენა სამუშაოდ - ეს ზუსტად ის არის, რაც გჭირდებათ.)

DVD - იგივე როგორც Desktop, მაგრამ იგი მოიცავს ყველა ენის პაკეტებს.

Alternate - დისკი, რომელიც შეგიძლიათ უბუნტუს დაყენება მხოლოდ ტექსტურ  რეჟიმში (აუცილებელია ქსელური ინსტალაციისათვის, ან თუ გაქვთ კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება 384 მბ ნაკლები).

Server -  სერვერი - სერვერი დისკზე სისტემის ტექსტურ რეჟიმში დასაყენებლათ. ეს პარამეტრი მხოლოდ შესაფერისი სამონტაჟო სერვერზე, და არ შეიცავს მომხმარებლის  გრაფიკული ინტერფეის.

amd64 - 64-bit-ანი პროცესორებისათვის: ყველა თანამედროვე AMD, Intel Core, Intel Core 2, Intel i3, i5, i7;

i386 - 32-bit-ანი პროცესორებისათვის: ძველები და ძალიან ძველები Intel AMD.

ეს იყო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელი ვერსია უნდა ავირჩიოთ. ამის შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე თუ რა უნდა ვქნად და როგორ ჩავწეროთ უბუნტუს ფაილი დისკზე და უბუნტუს კიდევ ერთ ვერსიაზე Ubuntu 12.04.1 Classic Remix x64.





Комментариев нет:

Отправить комментарий