საწყისი.
Good bye Microsoft აი რა არის LINUXი?ალბად ეგ გადამეტებულია, და ბილ გეიტსის მონობისაგან დაღწევა არც თუ ისე იოლი იქნება. მაგრამ თავისუფალი (LINUXის ბირთვზე შექმნილი) ოპერატიული სისტემის პროგრამები თავის მრავალფეროვნებით და მომხიბველობით სულ მალე მიუჩენს ადგილს იძულებით დანერგილ Windows-ის შეზღუდვებს.
რა თქმა უნდა ეგ არ გახლდათ პასუხი ზემოთ დასმულ კითხბაზე თუ რა არს LINUXი.
ჩვენ როგორც ჩანს გვაქვს საქმე 21 საუკუნის საოცარ ფენომენთან. ვერავის ვერ წარმოედგინა რომ, უფასო და თავისუფლად გავრცელებული ოპერატიული სისტემა
რაიმე სარგებელს მოუტანდა მის შემქნელებს.
სწორად გაკეთებულმა აქცენტმა მსოფლიო პოპულარიზაციაზე იმუშავა და შეიძლება ითქვას ბილ გეიტსის საზარელ კოშმარად იქცა.
ამ ბლოგში თქვენ შეგეძლებათ გაეცნოთ როგორც LINUXთან და მის ბირთვზე აგებულ დისტრიბიუტივების ისტორიულ მოვლენებს ასევე მათ შემქნელების შესახებ.გავიგებთ თუ რა პროგრამები არსებობს, როგორ და საიდან გადმოვტვირთოთ და როგორ ვიმუშაოთ მათთან.
ამასთანავე ვეცდები უახლოეს მომავალში გავაკეთო რამოდენიმე გაკვეთილი ინფო ბიზნესის, ინტერნეტ მარკეტინგის და კერძოდ თუ როგრ შეიძლება დამატებითი შემოსავლების მიღება ინტერნეტში.
Комментариев нет:
Отправить комментарий