მე არავითარ შემთხვევაში არ ვარ ვინდოუსის წინააღმდეგი, მხოლდ ვთვლი, რომ ნებისმიერ ადმიანს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს. ამიტომ ვაპირებ უფრო ვრცლად განვიხილო თემა თუ რა არის ლინუქსი და საერთოდ Open Source-სი. წინა სტატია მიეძღვნა ერთ საიტს რომელშიც იკვლევენ ოპერატიულ სისტემებს ახასიათებენ მათ და ყველა მაჩვენებლით აფასებენ. აი სტატიის შინაარსი გადასვლა რომ არ მოგიწიოთ:
( ამ ბლოგში გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და საუკეთესო ოპერატიულ სისტემებთან გაცნობას.
ამ საიტზე კი თქვენ ნახავთ ძალინ ბევრ ინფორმაციას:
http://distrowatch.com/dwres.php?resource=major
გადაავლეთ თვალი არ ინანაბთ.
საიტში ჯნფომაციის გარდა არის უამრავი ლინკები ყველა იმ რესურსზე, რომელიც მოგეწონებათ. შეგეძლებათ ოფიციალური საიტებიდან ჩაიწეროთ ნებისმიერი დისტრიბუტივი...)
იმაზე რომ არ მოგვიტეს საუბარი ტუ რამდენი პირატული წინდოუსია ქვეყანაზე იმიტომ რომ, ის ფასიანია და არც იმაზე რომ მისი ოფიციალურად ყიდვის შემთხვევაში ჩვენ არც მისი გადაწერის და გადაცემის უფლება არ გვაქვს. იმის ნებასაც კი არ გაქვთ რომ თქვენ საკუთრებაში მყოფ მეორე კომპიუტერზე გამოიყენოთ. მოდით ამას დაუმატოთ ის რომ მისი ბევრი პროგრამა ფასიანია მაგ. office, photoshop, ანტივირუსები თუ მათი განახლება და მხარდაჭერა გვინდა, დრაივერების განახლება, და უამრავი სხვა.
რა თქმა უნდა ეს კომერციული პროექტია და უფასოდ არაფერს მოგცემს არავინ. მაგრამ ფასიანიც ძალიან ხშირად უხარისხოა. დიახ ვინდოუსი შორია სრულყოფილებისაგან როგორც ესტეტიკური აგრეთვე ტექნიკური თვალსაზრისით.
მასში შემოქმედებითი იდეების უმეტესობა Apple-დან არის გადმოტანილი და საერთოდ თავის საკუთარი მას თითქმის არაფერი გააჩნია. ერთ და ყველაზე დადებითი მხარე რაც იყო (*იყო - აქ კვანძური სიტყვაა) Windows-ში - ის მრავალ მილიონიან მომხმარებლებისთვის ხელმისწვდომი იყო. ქვემოდ მოცემულია ორი ლინკი ეს დოკუმენტალური ფილმებია, რომლების ნახვის შემდეგ თქვენ უკეთესი წარმოდგენა შეგექმნებათ იმაზე თუ რა არის Microsoft-ი, Windows-ი და რა არის Linux-ი და Open Source-სი, და თუ რა სხვაობაა მათ შორის.
http://www.youtube.com/watch?v=fxjElWL8igo
http://my-hit.ru/film/8066/online
მადრამ რჩება მომხმარებლის ძალიან დიდი კონტინგენტი, მაგალითად გეიმერები, რომლებსაც ლინუქსი თავისი დღევანდელი სახით ვერ შეუცვლის Windows. კი არის რამოდენიმე ასპექტი თამაშების გარდა რაშიც Windows-ი რჩება შეუცვლელად მიუხედავად უამრავ მინუსებისა. რა თქმა უნდა ერთ მოკლე სტატიაში ყველაფრის განხილვა შეუძლებელია, ამიტომ სჯობს ლინუქსთან გაცნობის თემას დაუბრუნდეთ.
ამ სტატიის გაგრძელებაში ჩვენ გავიგებთ რა არის Open Source-ის ფილოსოფია, რას ნიშნავს Copyright-ი და Copyleft-ი, რას წარმოადგენს Linux საზოგადოება და რატომ არის ის დღეს დღეობით წარმატებული და პოპულარული.
მათ თვის ვინც კარგად ფლობს ინგლისურს, რუსულს ან რომელიმე სხვა განვითარებულ ქვეყნის ენას, რათქმა უნდა არ არის ძნელი იმ ინფორმაციის მოძიება რაც შეეხება ლინუქს და Open Source, ამის გაკეთება ადვილია, რათგანაც ჩვენ გვაქვს საქმე ღია საზოგადოებასთან, რომელსაც გააჩნია თავისი ფილოსოფიადა ყოველი მისი წევრი თაის თავს დიდ თანამეგობრობის წევრად გრძნობს. და ეს ნამდვილი თანამეგობრობაა ყოველივე მაგ მცნებისაგან გამომდინარე სიკეთით, რომელიც ვითარდება იმის ხარჯზე ,რომ ყველას აძლევს განვითარების და წინსვლის საშვალებას. ამ პროგრესის შეჩერება უკვე შეუძლებელია, რათა ის ძალიან ფართოდ გავრცელდა და მთლიან მსოფლიოს მოიცავს უკვე.
Open Source - როგორც თანამეგობრობის ფილოსოფია, რომლის ავტორიცაა რიჩარდ მეტიუ სტოლმანი, იღებს საწყისს 80-ანების დასაწყისში, მის მიერ Copyleft-ის კონცეპციის შემუშავების შემდეგ. (Copyright - საავტორო უფლება ან საავტორო უფლების დაცვა.)
Copyleft-ი თითქმის იგივეა, რაც Copyright-ი, მხოლოდ ერთი მაგრამ ძალიან მნიშნელოვაი სხვაობით. კოპირაითის საწინააღმდეგოდ, რომელიც ზღუდავს მომხმარებლის უფლებას, და არ იძევა საშვალებას გავაცელოატ, გადავაკეთოთ და ა.შ. პროდუქტი, კოპილეფტი ამ ყველაფერში თავისუფლებას გვაძლევს, მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩვენც გადავცემთ გადაწერილ ან კოპირებულ ან გადაკეთებულ პროდუქტს იგივე პირობებით, როგორც ის მივიღეთ.ესეიგი ჩვენ გვაქვს უფლება გავავცელოთან გავყიდოთ ან გადავაკეთოთ პროდუქტი ჩვენი სურვილისამებრ, მხოლოდ იმას ვინც კი მიიღებს ამ პროდუქტს ჩვენგან, იგივე უფლებები ექნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий